ავტორიზაცია
ბარამბოს სამკურნალო თვისებები
ავტორი: მარიამი ქურასბედიანისაკვანძო სიტყვები: მცენარე, სამკურნალო, ბარამბო.
ანოტაცია:
ბარამბოს სამკურნალო თვისებები სამკურნალო მცენარეები, მედიცინასა და ვეტერინარიაში სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით ფართოთ გამოიყენება.სამკურნალო მცენარეებიი. მათი შესწავლა და გამოყენება შორეულ წარსულს უკავშირდება. ამას ადასტურებს უძველესი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი წყაროები. სამკურნალო მცენარეების სასარგებლო თვისებები განპირობებულია მათში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური, ე. წ. მოქმედი ნივთიერებების არსებობით. ასეთებია : ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები, გუმფისები, ფისები, ლორწო, ვიტამინები, ფიტონციდები და სხვა, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებზე. სამკურნალო მცენარეებში გამომუშავებულუ აქტიური ნივთიერებები წარმოიქმნება და გროვდება სამკურნალო მცენარეების სხვადასხვა ნაწილსა და ორგანოში(ფოთოლი, ნაყოფი, ღერო.) და თანაც გარკვეულ სავეგეტაციო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით დადგენილია სამკურნალო მცენარეების შეგროვების ვადებიც, როდესაც მათში დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებების ფარმაკოთერაპიული აქტივობა მაქსიმუმს აღწევს სამკურნალო მცენარე ბარამბო 50-120 სმ. სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ფესურა ძლიერ დატოტვილი აქვს. ღერო სწორ მდგომი, ოთხწახნაგოვანი, ოდნავ შებუსულია. ქვედა, გვერდითი ყლორტები მხოხავია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ყუნწიანი, კვერცხისებრი, დაკბილული კიდეებით, ქვევიდან ბუსუსიან-ჯირკვლიანი, 6-8 სმ. სიგრძისა. ყვავილები წვრილი, თეთრი, მოყვითალო ან მოვარდისფროა და ზედა ფოთლების იღლიებში 3-10 ცალის რაოდენობითაა შეკრებილი ნაყოფი ოთხი, ღია-წაბლისფერი კაკლისგან შედგება. კაკლები კვერცხისებრია, წვრილი, 1,8-1,9 მმ. სიგრძისა. მცენარეს გააჩნია ლიმონის სუნი. ყვავის ივნის-სექტემბერში. სამკურნალოდ ბარაბმო მიზანშეწონილია მშრალი სახით.
მიმაგრებული ფაილები:
The healing properties of lemon balm [en]ბარამბოს სამკურნალო თვისებები [ka]