ka | en
Company Slogan TODO

ბაქტერიებიდან მიღებული ტოქსინების გავლენა ბაქტერიების გამრავლებაზე

ავტორი: გიორგი ლობჟანიძე
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია E.coli, დაღუპვის ფაზა, ბაქტერიული ტოქსინები, ორგანული მჟავეები
ანოტაცია:

ჩვენს მიერ ამ სემესტრში ჩატარებული სამუშაო ეხება ბაქტერია E. coli გამრავლების ბოლო ფაზას, დაჩქარებული დაღუპვის ფაზას და ამ პროცესში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების შედეგად ხსნარში დაგროვებული მეტაბოლიტების, ძირითადად კი ორგანული მჟავების ნარევის ზემოქმედების შესწავლას იგივე ბაქტერია E. coli გამრავლების პროცესზე. ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის შედეგად დადგინდა რომ ბაქტერიის დაღუპვის ფაზაში წარმოშობილი და დაგროვებული ტოქსისები, კერძოდ კი რძის მჟავა, ჭიანჭველამჟავა და ძმარმჟავა უარყოფით გავლენას ახდენენ ბაქტერიის გამრავლებაზე. ამასთან, ზუსტი სპექტროფოტომეტრული გაზომვების შედეგად დადგინდა რომ შედარებით დიდი ხნის წინ დამზადებული ბაქტერიული ხსნარი მისი ტოქსინებით უფრო ძლიერად ავლენს ამ ეფექტს ვიდრე ახლადდამზადებული ხსნარი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com