ავტორიზაცია
ერთნაწილაკოვანი სპექტრის თვლა მჭიდრო ბმის მოდელებში
ავტორი: თამარ ზაქარეიშვილიანოტაცია:
ანოტაცია დაბალგანზომილებიან ელექტრონულ სისტემებში მჭიდრო ბმის მოდელი არის მიდგომა, რომლითაც ითვლიან ელექტრონების ენერგეტიკულ სტრუქტურას, მიახლოებული ტალღური ფუნქციების კრებულით, რომელიც მიიღება იზოლირებული ატომების ტალღური ფუნქციების სუპერპოზიციით. მჭიდრო ბმის მოდელი კარგ შედეგებს გვაძლევს ბევრ შემთხვევაში. იოლად ხდება მისი სხვა მოდელებთან გაერთინება უკეთესი შედეგების მისაღებად. მიუხედავად იმისა რომ ეს არის ერთ-ელექტრონული მოდელი, იგი საფუძველია რთული გამოთვლებისა, მაგალითად სხეულის ზედაპირული მდგომარეობების გამოსათვლელად. ჩვენ მჭიდრო ბმის მოდელის გამოყენებით აღვწერეთ ერთ განზომილებიანი ელექტრონებისაგან შემდგარი მესერი და დავითვალეთ კვაზინაწილაკის ენერგეტიკული სპქეტრი. ასევე ეს მოდელი მივუყენეთ ორგანზომილებიან მართკუთხა მესერს. მისი შესაბამისი ენერგეტიკული სპექტრი, დისპერსიული თანაფარდობა, გამოვსახეთ გრაფიკის სახით. გრაფენის სტრუქტურის, ექვსკუთხა მესერის, ასაღწერად რაღაც ცვლილებით კვლავ ეს მოდელი მივუყენეთ. ბოლოს ვნახეთ რა ცვლილება გამოიწვია მართკუთხა მესერში სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედების ჩართვამ.