ka | en
Company Slogan TODO

სეისმური აქტივობის შესწავლა გეოფიზიკური და რადიოფიზიკური აპარატურული კომპლექსის გამოყენებით

ავტორი: ნინო ყვავაძე
ანოტაცია:

ყოველი მოვლენის შესწავლისას მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნას დაკვირვებების სხვადასხვა მეთოდი, რაც საშუალებას იძლევა მოვლენის უფრო დეტალურად შესწავლის. სეისმური აქტივობის შესწავლა რთულ ამოცანას წარმოადგენს და საჭიროებს დაკვირვებების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას. ნაშრომის მიზანია, საქართველოს სეისმური აქტივობის შესასწავლად, ერთდროული დაკვირვების სისტემის შექმნა აქსელერომეტრით, ველოსიმეტრითა და ზედაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების იონოსფეროში გავრცელების დაკვირვებით. მიღებული მონაცემების დამუშავების მეთოდიკის შემუშავება და წინასწარი დამუშავება. სისტემა შექმნილია და მუშაობს თსუ-ს იონოსფეროს ობსერვატორაიში, ხოლო მონაცემები ინახება თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში. ეს სისტემა პირველად არის შექმნილი საქართველოში და უნიკალურია. ნაშრომში განხილულია სეისმური აქტივობის შესწავლის ეტაპები. მიწისძვრების არსებული ჩანაწერებისათვის თავიდან იქნა დათვლილი ჰიპოცენტრი და მექანიზმები, რის საფუძველზეც შეიქმნა მიწისძვრის ახალი კატალოგი. ზედაბალი სიხშირის გადამცემები გამოიყენება წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციისთვის. ასეთი სიხშირის ტალღები ვრცელდება ე.წ. დედამიწა-იონოსფეროს ტალღგამტარში და შესაბამისად მათი ამპლიტუდის და ფაზის ვარიაციები მკვეთრად არის დამოკიდებული დედამიწის იონოსფეროს მდგომარეობაზე. უკვე ითვლება დამტკიცებულად, რომ იონოსფეროს ელექტრონული კონცენტრაციის ვარიაციებში გარკვეულ როლს თამაშობს სეისმური აქტივობა. მოყვანილია იმ მიწისძვრების მაგალითები, რომლებიც დაფიქსირებულია იონოსფეროზე დაკვირვებით. ასევე ლოკალური მიწისძვრები ჩაწერილია აქსელერომეტრითა და ველოსიმეტრით. ნაშრომის მიზანია, საქართველოს სეისმური აქტივობის შესასწავლად, ერთდროული დაკვირვების სისტემის შექმნა აქსელერომეტრით, ველოსიმეტრითა და ზედაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების იონოსფეროში გავრცელების დაკვირვებით. მიღებული მონაცემების დამუშავების მეთოდიკის შემუშავება და წინასწარი დამუშავება. სისტემა შექმნილია და მუშაობს თსუ-ს იონოსფეროს ობსერვატორაიში, ხოლო მონაცემები ინახება თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში. ეს სისტემა პირველად არის შექმნილი საქართველოში და უნიკალურია. ნაშრომში განხილულია სეისმური აქტივობის შესწავლის ეტაპები. მიწისძვრების არსებული ჩანაწერებისათვის თავიდან იქნა დათვლილი ჰიპოცენტრი და მექანიზმები, რის საფუძველზეც შეიქმნა მიწისძვრის ახალი კატალოგი. ზედაბალი სიხშირის გადამცემები გამოიყენება წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციისთვის. ასეთი სიხშირის ტალღები ვრცელდება ე.წ. დედამიწა-იონოსფეროს ტალღგამტარში და შესაბამისად მათი ამპლიტუდის და ფაზის ვარიაციები მკვეთრად არის დამოკიდებული დედამიწის იონოსფეროს მდგომარეობაზე. უკვე ითვლება დამტკიცებულად, რომ იონოსფეროს ელექტრონული კონცენტრაციის ვარიაციებში გარკვეულ როლს თამაშობს სეისმური აქტივობა. მოყვანილია იმ მიწისძვრების მაგალითები, რომლებიც დაფიქსირებულია იონოსფეროზე დაკვირვებით. ასევე ლოკალური მიწისძვრები ჩაწერილია აქსელერომეტრითა და ველოსიმეტრით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com