ka | en
ავტორიზაცია
მეთილნარინჯის შებრუნებულ მიცელებთან ასოციაციის შესწავლა ულტრაიისფერ-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით
ავტორი: ნათია მზარეულიშვილისაკვანძო სიტყვები: შებრუნებული მიცელები, პოლიოქსიეთილენ(4)ლაურილის ეთერი(Brij30).
ანოტაცია:
პოლიოქსიეთილენ(4)ლაურილის ეთერის შებრუნებული მიცელების მიკროგარემო გამოკვლეულია ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდით.ოპტიკუ სინჯად გამოყენებულია მეთილნარინჯი.გამოვლენილია ქაოტროპული და კოსმოტროპული ანიონების განსხვავებული გავლენა თავისუფალი წყლის ფრაქციის ფორმირებაზე შებრუნებული მიცელების წყლის წვეთებში.პერქლორატის და იოდიდის იონების თანაობისას შებრუნებული მიცელების წყლის გულში,თავისუფალი წყლის ფორმირება იწყება წყალი/ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების განსხვავებულ თანაფარდობაზე,ვიდრე ამას ადგილი აქვს აცეტატ და ფტორიდ იონების შემთხვევაში.მეთილნარინჯის შებრუნებულ მიცელებთან ასოციაციის ხარისხის გამოთვლილი მნისვნელობები ასევე განსხვავებულია კოსმოტროპული და ქაოტროპული ანიონების შემთხვევაში.