ka | en
Company Slogan TODO

DPPC და DPPA ლიპოსომების სხვადასხვა ლიგანდებთან წარმოქმნილი კომპლექსების თერმოდინამიკური კვლევა

ავტორი: სანდრო მუზაშვილი
საკვანძო სიტყვები: ლიპოსომა, კალციუმი, ქოლესტეროლი
ანოტაცია:

ლიპოსომები წარმოადგენენ ბიოშეთავსებად, წამლის გადამტან ნანოსისტემებს, რომელთაც შეუძლიათ მათში მოთავსებული წამლების მიტანა დაზიანებულ ქსოვილებთან უცვლელი სახით. ჩვენ გვაინტერესებდა, ევაპორატორის გამოყენების გარეშე თუ მოხდებოდა DPPC ლიპოსომების დამზადება ქოლესტეროლთან ერთად. კალორიმეტრული შედეგების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, DPPC ლიპიდების წყალთან შერევით(ქოლესტეროლის თანაობისას), თავდაპირველად მზადდება DPPC ლიპოსომები და შემდგომ ეტაპზე ქოლესტეროლიც თანდათანობით ინკორპორირდება ახლადწარმოქმნილი მზა DPPC ლიპოსომების სტრუქტურაში გაცხელების შემთხვევაში, ანუ სუსპენზიას სჭირდება რამდენჯერმე გაცხელება, რათა ქოლესტეროლი დაახლოებით იმავე ოდენობით ჩაჯდეს ახლადწარმოქმნილი მზა DPPC ლიპოსომებში, რა ოდენობითაც ხდება მისი ჩასმა ევაპორატორის გარეშე მიღებული მზა DPPC ლიპოსომების სტრუქტურაში, სუსპენზიის პირველივე გაცხელებისას. რაც შეეხება სხვა ლიგანდს – კალციუმს – იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედის ჰომეოსტაზში. ლიპოსომების საშუალებით კალციუმის შემცველი მარილების ან იონური კალციუმის მიტანა დაზიანებულ ქსოვილებამდე პირდაპირი გზით, არის ძალიან ეფექტური გზა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com