ავტორიზაცია
მდინარე აჭარისწყლის აუზის რელიეფი და რეგიონის მდგრადი განვითარება
ავტორი: მირიან ბერაძესაკვანძო სიტყვები: გეომორფოლოგია, ქვაკაცა
ანოტაცია:
მდინარე აჭარისწყლის აუზი ტერიტორია მიეკუთვნება საქართველოს იმ რეგიონს, სადაც ბუნებრივ-ანთროპოგენური პროცესების არნახულმა წარმოქმნა-გააქტიურებამ და მათგან გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიურმა პრობლემებმა მიაღწიეს ეკოლოგიური კრიზისების შეუბრუნებელ ზღვარს. აქ განვითარებული სხვადასხვა სახის საშიში გეოლოგიური პროცესები: მეწყერები, ეროზია, ღვარცოფები, თოვლის ზვავები და ზღვის ნაპირების გარეცხვა ყოველწლიურად უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს რეგიონის მოსახლეობას, სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებს და არც თუ იშვიათად მთავრდება ადამიანთა მსხვერპლით. პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მათგან მიყენებული ზარალი მილიონი ლარით განისაზღვრება. ბუნებრივი პირობები და მათი თავისებურებანი ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის აღსანიშნავია რელიეფის როლი ტურიზმის განვიათარებაში. ტურიზმი მრავალმხრივი დარგია, ამიტომ მისი შესწავლა სხვადასხვა კუთხით ხდება, განსხვავებული მიდგომით ამა თუ იმ დარგის ინტერესებიდან გამომდინარე. რადგან ტურისტული რესურსები მისი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, არ იქნება ინტერესმოკლებული იმაზე საუბარი თუ რა როლი შეასრულა რელიეფმა მათ წარმოქმნა-არსებობაში. რეგიონში გამოსაყენებელი მიწების უკიდურესი შეზღუდულობის გამო ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს საინჟინრო-გეოდინამიკურად მეტად სარისკო ფართობებზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის საშიში გეოლოგიური პროცესების ინტენსიურ გააქტიურებას და სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწების მნიშვნელოვან შემცირებას. დადგენილია რომ ბოლო სამი-ათეული წლის მანძილზე, სახნავი მიწების ფართობი შემცირდა 3-ჯერ.