ავტორიზაცია
საქართველოში არსებული საწარმოების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები
ავტორი: გურანდა ავქოფაშვილისაკვანძო სიტყვები: ფიტორემედიაცია, მძიმე მეტალები
ანოტაცია:
სასარგებლო წიაღისეულის ინტენსიური ამოღება იმდენად აბინძურებს გარემოს, რომ მის გარშემო არსებული ნიადაგიდან მოპოვებული კვების პროდუქტები ხშირ შემთხვევაში ძალზე მავნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. გარემოს ქიმიური გამაბინძურებლებიდან ყველაზე საშიშია მძიმე ლითონები და რადიონუკლეიდები. მათი მაღალი კონცენტრაციები ორგანიზმში იწვევენ პათოლოგიურ ცვლილებებს. საქართველოში არსებული საბადოებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კაზრეთის (მადნეულის) საბადო, რომელიც მდებარეობს ბოლნისის რაიონში, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე. მადნეულის სპილენძშემცველი სულფიდური საბადო, რომელიც ღია კარიერული წესით მუშავდება გარემოს ტოქსიკური ლითონებით ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს. დაბინძურებულ ნიადაგზე მოწეული პროდუქტები საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯამრთელობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნიადაგი პრაქტიკულად გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობისათვის. ამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ბიოტექნოლოგიის შექმნა რომლის მეშვეობითაც საქართველოში დაბინძურებული ნიადაგებიდან ვაწარმოვოთ ეკოლოგიურად სუფთა და საერთაშორისო ბაზრისთვის სრულფასოვანი საკვები პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბაზარზე გავრცელებულ სხვა პროდუქციას.