ავტორიზაცია
საქართველოს რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობის ცნობიერება (მცხეთა–მთიანეთის მაგალითზე)
ავტორი: ნინო ავსაჯანიშვილისაკვანძო სიტყვები: ეკოცნობიერება, ლანდშაფტური დაგეგმარება
ანოტაცია:
მსოფლიოში გლობალური ეკოლოგიური კრიზისის მოახლოვების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოში ჩატარდეს რეგიონული ეკოლოგიური კვლევები და შეფასდეს მოსახლეობის ცნობიერება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში არსებული გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების დონეის დადგენა. ასევე რამდენად განსხვავდება ეოლოგიური ცნობიერების დონე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ამიტომ გამოიყო ოთხი ასაკობრივი ჯგუფი: 12-დან -14 მდე, 15-დან 17-მდე, 45-წლამდე და 45 წლის ზემოთ. კვლევის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: • რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში (მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი) განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში გამოკითხვის ჩატარება წინასწარ მომზადებული კითხვარის მეშვეობით. • რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა. • ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი სამყაროს შეფასება მოსახლების მიერ. • მიღებული მასალების საფუძველზე მოსახლეობის ცნობიერების დონის განსაზღვრა. • კითხვარისადმი მოსახლეობის დამოკიდებულიბის დადგენა. კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მისი ახალი მიმართულების, ლანდშაფტის მართვის მეთოდოლოგიური საფუძვლების გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, რეგიონის მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ დავამუშავეთ და გავაანალიზეთ ინფორმაცია. მონაცემების საფუძველზე შეიქმნა დიაგრამები და ცხრილები, ხოლო მათი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.