ka | en
Company Slogan TODO

სიონის წყალსაცავის ჰიდროეკოლოგიური პრობლემები

ავტორი: მალხაზ ვარდუკაძე
ანოტაცია:

ეკოლოგიურ სისტემას წარმოქმნის ეკოლოგიურ ფაქტორთა, განსაზღვრული კავშირი და ორგანიზმებზე მათი ურთიერთქმედების შედეგი. ეკოლოგიური სისტემის ერთ-ერთი ნიშანდობლივი და ამავე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თავისებურებაა ის, რომ ხელსაყრელ პირობებში ერთი რომელიმე ეკოლოგიური ფაქტორის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს მეორე ფაქტორის მოქმედებით, არსებული ეკოლოგიური სისტემის დაურღვევლად. ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და ბრძოლა გარემოს გაჭუჭყიანების წინააღმდეგ, საშუალებას მისცემს პლანეტის ბინადართ იცხოვრონ ადამიანისთვის ხელსაყრელ პირობებში. გარემოს ძირითადი კომპონენტებიდან ყველაზე გავრცელებულ ნივთიერებას წყალი წარმოადგენს. უძველესი ადამიანები წყალს: ჰაერთან, ცეცხლთან და მიწასთან ერთად თვლიდნენ ბუნების ერთ-ერთ ძირითად ელემენტად. მას დღესაც არ დაუკარგავს თავისი უნიკალური თვისებები, იგი დღესაც არის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ამასთანავე იგი წარმოადგენს, ერთ-ერთ ყველაზე იაფსა და მძლავრ ბერკეტს ენერგიის მისაღებად. სამაგისტრო ნაშრომში გაშუქებულია სიონის წყალსაცავის ჰიდროლოგიური რეჟიმი, წყლის ხარისხის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები და ჰიდროეკოლოგიური პრობლემები. ასევე წყალსაცავში მიმდინარე ევტროფიკაციული პროცესები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com