ავტორიზაცია
მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაგეგმარება
ავტორი: სოფიკო ლომსაძესაკვანძო სიტყვები: ლანდშაფტის დაცვა გაუმჯობესება, შენარჩუნება
ანოტაცია:
იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთის, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის მართვის ოპტიმიზაცია, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდება: საერთაშორისო კონვენციებთან ოპტიმიზაციას (ეს განსაკუთრებით ეხება ევროპის ლანდშაფტური კონვენციას), ადგილობრივი თემების ჩართულობას, დაინტერესებული მხარეების და სპეციალისტების დიალოგს. ამგვარი მიდგომა უკავშირდება ლანდშაფტური დაგეგმარების ევროპული მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს და მოთხოვნებს, რაც განაპირობებს ნაშრომის მდგრადობას. იუნესკო საქართველოს მოუწოდებს (2013 წლის 16-27 ივნისის შენიშვნების მიხედვით) სხვადასხვაგვარ ინფორმაციასთან ერთად წარმოადგინოს: მცხეთის, როგორც კულტურული ლანდშაფტის მკაფიოდ არამდგრადი (სენსიტიური) არეალები, შექმნას კონსერვაციის ისეთი გენერალური გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს სპეციფიკურ ლანდშაფტურ გარემოს, განსაზღვროს ძეგლთან დაკავშირებული ფუნქციური არეალები, დაადგინოს და შეასუსტოს ნეგატიური ზემოქმედება მდინარის ლანდშაფტზე (სანაპიროზე). ნაშრომის მიზანია გამოვლინდეს მცხეთის კულტურული ლანდშაფტის ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ხელს უწყობს და გადმოსცემს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას და განსაზღვროს ლანდშაფტის დაცვის, რეაბილიტაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის აუცილებელი პირობები. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს მთლიანობაში ისტორიულ-კულტურულ რესურსს, და არა მის ცალკეულ კომპონენტებს.