ka | en
Company Slogan TODO

გეოდემოგრაფიული პროცესები საქართველოს რეგიონებში

ავტორი: გიორგი გოგიაშვილი
საკვანძო სიტყვები: giorgi
ანოტაცია:

ანოტაცია თანამედროვე სწრაფადცვლად სამყაროში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს დემოგეოგრაფიული პროცესებისა და დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლა. გეოდემოგრაფიული სიტუაცია წარმოადგენს, მოცემულ ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწარმოების ელემენტების - შობადობის, მოკვდაობის, მიგრაციული პროცესების ჩამოყალიბებულ შეთანაწყობას. მათი ურთიერთქმედება განსაზღვრავს მოსახლეობის გარკვეულ სტრუქტურასა და მის რაოდენობრივ დინამიკას. გეოდემოგრაფიული სიტუაცია გვიჩვენებს დემოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების განზოგადოებულ სურათს განსაზღვრულ ტერიტორიებზე. ნაშრომში განხილულია საქართველოს რეგიონებში ამჟამად არსებული მძიმე დემოგეოგრაფიული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები. ჯეროვანი ყურადღება ეთმობა, გასული საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის არაორდინარულ მოვლენებს, რომელთაც ყოვლისმომცველი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისი მოჰყვა შედეგად. აღნიშნულმა მოვლენებმა გეოდემოგრაფიულ პროცესებშიაც ჰპოვეს ადექვატური ასახვა. გაანალიზებულია მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკა, შობადობისა და მოკვდაობის ტენდენციები, მოსახლეობის ბუნებრივი მატება. ყურადღება გამახვილებულია მიგრაციულ პროცესებზე, აღნიშნულია მისი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ დემოგრაფიული პროცესებისა და დემოგრაფიული სიტუაციის ჩამოყალიბებაში. მესამე ათასწლეულში საქართველოს რეგიონებისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იქნება მოსახლეობის დაბერება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ზომების გარეშე, მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკური სახის პრობლემებს შექმნის. რეგიონების მიხედვით გაანალიზებულია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერებისა და დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებლები. გეოინფორმაციული ტექნოლოგიების (გის) გამოყენებით, რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია მოსახლეობის სიმაღლებრივი განაწილების პიქტოგრამული რუკები, დასახლებულ პუნქტებში (ქალაქი-სოფელი) მოსახლეობის რაოდენობების მიხედვით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com