ავტორიზაცია
ქ. თბილისის საცხოვრებელი სახლების საპროექტო ნაირფეროვნება და მისი გის-ანალიზი
ავტორი: გვანცა ბიზიკაშვილისაკვანძო სიტყვები: კარტოგრაფია, გის
ანოტაცია:
ანოტაცია თბილისის არქიტექტურის ისტორია, ისევე როგორც თავად ქალაქის ისტორია, მრავალ საუკუნეს ითვლის. ქ. თბილისის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე მრავალმა მოვლენამ იქონია გავლენა. დღეისათვის თბილისი სამხრეთ კავკასიის ცენტრია და მისი მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მრავალი პროექტის განხორციელებისას ცენტრალური ფუნქცია მიიღო. თბილისის საქალაქო ტერიტორია მუდმივ ცვლას განიცდიდა. ამჟამად თბილისი განიცდის ქალაქ-გეგმარებითი სტრუქტურის ტრანსფორმაციას და რეკონსტრუქციას. ქალაქის განვითარებას თან ახლავს ქალაქგეგმარებითი სისტემის ყველა ძირითადი პარამეტრების და ელემენტების ცვლილება. თბილისის ურბანიზაციის განვითარების პრობლემები, მისი სტრუქტურის ყველა დონეზე, ძალზე რთულია და მწვავეა. ნაშრომის პირველ თავში დახასიათებულია თბილისი, როგორც საკვლევი რეგიონი მისი ზოგადი მიმოხილვა: გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი, ზედაპირული წყლები, ლანდშაფტი. მეორე თავში წარმოდგენილია ნაშრომის მეთოდოლოგიური მხარე. ტრადიციული კარტოგრაფიული მეთოდების, აეროკოსმოსური მეთოდების და გეოინფორმაციული მეთოდის გამოყენება ბუნებისა და საზოგადოების მოვლენათა კარტოგრაფირების პროცესში, ასევე მსხვილმასშტაბიანი კარტოგრაფირება, ტოპოგრაფიული გეგმების კარტოგრაფიული მასალების (ტოპორუკები, აეროფოტოსურათები, კოსმოსური სურათები, ორთოფოტოები და სხვათა) გამოყენება. ნაშრომის მესამე თავში მოცემულია თბილისის საპროექტო მრავალფეროვნების ასახვა. ძველი დროიდან მოყოლებული თბილისის განაშენიანების მიმოხილვა, მოხსენიებულნი არიან ევროპელი არქიტექტორები რომლებიც მოღვაწეობდნენ თბილისში და დიდი წვლილი მიუძღვით მისი ცენტრის განაშენიანებაში. თბილისის თითოეული რაიონული ერთეულის დახასიათება ქალაქში საპროექტო მრაფალფეროვნების მიხედვით. განხილულია თითეული პროექტი, მისი ზოგადი დახასიათება, აგრეთვე მოცემულია რუკათა სერია და გაკეთებულია მათი ანალიზი. თბილისისთვის დამახასიათებელია ძირითადად კერძო ეზოიანი სახლები, ასევე კორპუსები (სახლების სამშენებლო კომბინატის – DSK, თუხარელი-ჩეხური, ყავლაშვილი- იუგოსლავია, ევროპული პროექტები (ანუ იტალიური ეზოები), მოსკოვის (იგივე „ხრუშოვკა“) და თანამედროვე პროექტის სახლები რომელიც ამ ბოლო ათწლეულის მანძილზე აშენდა.