ka | en
ავტორიზაცია
აიკონი და ადვექციის შეუღლებული
ავტორი: თამარი ჯანელიძესაკვანძო სიტყვები: აიკონი, ადვექცია, შეუღლებული, ასიმილაცია
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი ეხება ადვექციის განტოლების შეუღლებულ განტოლებას იკოსაედრულ სამკუთხა ბადეზე. გერმანული ამინდის სერვისცენტრისა და მაქს პლანკის მეტეოროლოგიური ინსტიტურის ერთობლივი პროექტი, აიკონი იქნა განხილული. ადვექციის განტოლების ამოსახსნელად აიკონ მოდელში გამოყენებული რიცხვითი სქემა იქნა აღდგენილი გერმანული ამინდის სერვისცენტრის პროგრამული კოდიდან. შემდეგ, შემუშავებულ იქნა შეუღლებული რიცხვითი სქემა ადვექციის განტოლებისთვის. რიცხვითი სქემა იმპლემენტირებულია პროგრამული კოდის სახით და ჩატარდა ექსპერიმენტები 4-განზომილებიანი ვარიაციული მონაცემთა ასიმილაციის ფარგლებში.