ka | en
Company Slogan TODO

კოსმოსურის სხივების შემოსვლა დედამიწის ატმოსფეროში

ავტორი: ლაშა რობაქიძე
ანოტაცია:

პირველი სამედიცინო ცნობები კოსმოსური სხივების არსებობის შესახებ ჰესმა მიიღო, რომლის თანახმადაც, სიმაღლის მატებასთან ერთად 1,5 კმ-ით დაწყებული , საშუალო იონიზაცია იზრდება ზღვის დონეზე არსებულ იონიზაციასთან შედარებით. ეს გახდა მტკიცებულება იმისა, რომ რადიაცის წყარო ატმოსფეროს გარეთ მდებარეობს. კოსმოსური სხივები წარმოადგენენ y გამოსხივებას შედარებით მეტი შეღწევადობის უნარით, ვიდრე ბუნებრივ რადიაქტივობას გააჩნია,ხოლო დამატებითი იონიზაცია გამოწვეულია ატომების ელექტრონებზე სიმკვრივით გაბნევით. ასე რომ ხმელეთის ზედაპირზე რეგისტრირებული კოსმოსური სხივები ძირითადად წარმოადგენდნენ მეორად ნაწილაკებს,ანუ უფრო მაღალი წესრიგის წარმონაქმნებს, რომლებიც ჩნდებიან ატმოსფეროში შემოჭრილი ერთადერთი ნაწილაკით. ამ ნაშრომში განვიხილეთ კოსმოსური სხივების დადგენილი თვისებები ატმოსფეროს ზედა ფენებში, ანუ ატმოსფეროში გაჩენილი მეორადი სხივების არსებობა.განვიხილეთ ჰელიუმისა და წყალბადის ბირთვის დიფერენციალური ენერგეტიკული სპექტრები. ვნახეთ რომ ყველა მათგანს აქვს ერთნაირი ფორმა:ჩაღრმავება დაბალი ენერგის დროს და გარდამავალი სახე რელატივისტურ არეში.კოსმოსური სხივების სპექტრი ვრცელდება ძალიან მაღალ ენერგიებამდე, მაგრამ რადგან ენერგეტიკული სპექტრი მკვეთრია,სრული ენერგია ამ სფეროში არის დიდი. კოსმოსური სხივების ენერგიის ლოკალური სიმკვრივე დახლოვებით არის 1 ევ/სმ3. ეს მონაცემები გვაჩვენებს, რომ კოსმოსური სხივები ავსებენ გალაქტიკას და წარმოადგენენ ვარსკვლავთშორისი სივრცის შემადგენელ მთავარ გარემოს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com