ავტორიზაცია
ქირალური დიჰიდროპირიდინების ენანტიომერების ელუირების რიგის შესწავლა პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებისა და ნორმალურფაზიანი ელუენტების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ელენე სორდიასაკვანძო სიტყვები: დიჰიდროპირიდინები, ელუირების რიგი
ანოტაცია:
დიჰიდროპირიდინის ნაწარმები ფართოდ გამოიყენება სამკურნალო პრაქტიკაში როგორც გულის კუნთის სტიმულატორები. ამ სამკურნალწამლო ნივთიერებების უმრავლესობა ქირალური ბუნებისაა და აქტიური კომპონენტი მხოლოდ ერთ-ერთი ენანტიომერია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათი ენანტიომერული სისუფთავის ანალიზი, ისევე როგორც ენანტიოსელექტიური მეტაბოლიზმისა და ფარმაკოკინეტის გამოკვლევა ცოცხალ ორგანიზმებში. ამ მიზნით ძირითადად გამოიყენება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდი. წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი ქირალური დიჰიდროპირიდინების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სხვადასხვა პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებისა და ნორმალურფაზიანი ელუენტების გამოყენებით. ასევე ჩვენს მიზანს წარმოადგენს დიჰიდროპირიდინების ქირალური ნაწარმის ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილების შესწავლა.