ავტორიზაცია
ინდოლო[4,5-e]ინდოლის ბაზაზე სპიროქრომენების სინთეზი და კვლევა
ავტორი: ქეთვან მუსერიძეანოტაცია:
წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს ორგანული ქიმიის კათედრაზე მიღებული 2,9-დიმეთინელინდოლინო[4,5-e]ინდოლინის საფუძველზე სპირონაერთების მიღება, რომელთაც შეიძლება აღმოაჩნდეთ ფოტოქრომული თვისებები. ამ მიზნით ზემოთ აღნიშნულ ნაერთთან რეაქციაში შევიყვანეთ სალიცილის ალდეჰიდები : ო-ვანილინი, 5-ნიტრო-ო-ვანილინი, 3-ქლორ-5-ნიტროსალიცილის ალდეჰიდი. კონდენსაციის რეაქციების შედეგად მიღებულ იქნა სპირონაერთები სავარაუდოდ ბის- სტრუქტურით: ბის-(8-მეთოქსი-2H-ქრომენ-2-სპირო)-1’,1’,3’,8’,10’,10’–ჰექსამეთილინდოლინო[4,5–e]ინ-დოლინი, ბის-(6-ნიტრო-8-მეთოქსი-2H-ქრომენ-2-სპირო)1’,1’,3’,8’,10’,10’–ჰექსამეთილინდოლინო[4,5–e]ინ¬დოლინი, ბის–(8-ქლორ-6-ნიტრო–2H–ქრომენ–2–სპირო)–1’,1’,3’,8’,10’,10’–ჰექსამეთილ¬ინდოლინო[4,5–e]ინ¬დო¬ლი¬ნი. შესწავლილ იქნა ამ უკანასკნელის ელექტრონული სპექტრები ქლოროფორმში ახლადმომზადებული ხსნარებისათვის და ამავე ხსანრების ვერცხლისწყლის ნათურით დასხივების შემდეგ. დასხივების შემდეგ ადგილი ჰქონდა შთანთქმის მაქსიმუმის ჰიპსოქრომულ გადანაცვლებას, რაც მოცემული ნაერთის ფოტოქრომულობის დამადასტურებელია.