ავტორიზაცია
ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერული ნარევების დაყოფა შებრუნებულფაზიან სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული სტაციონარული ფაზების გამოყენებით
ავტორი: ნინო ზაქაშვილიანოტაცია:
შრომაში წარმოდგენილია ქირალურ - ბლოკატორების ენანტიომერების სითხურ ქრომატოგრაფიული დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზებისა და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით. მოძრავ ფაზაში აგრეთვე გამოყენებული იყო ფუძე დანამატი. კვლევის მთავარი მიზანი იყო ორგანულ ფაზაში წყლის შემცველობის გაზრდით გამოწვეული ეფექტების შესწავლა.საკვლევი ნივთიერებები შესწავლილ იქნა 5 სტაციონარულ ფაზაზე, მოძრავ ფაზად გამოიყენებოდა პირველ ეტაპზე სუფთა აცეტონიტრილი, ხოლო შემდგომ აცეტონიტრილი/წყალი 95/5, აცეტონიტრილი/წყალი 90/10 და აცეტონიტრილი/წყალი 80/20. ფუძე დანამატად კი დიეთილამინი. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა,რომ მოძრავ ფაზაში წყლის მოცულობის გაზრდით სისტემატიურად ყველა ნივთიერებისათვის ყველა სტაციონალურ ფაზაზე ადგილი ჰქონდა შეკავების დროის შემცირებას.ეს მიუთითებს, რომ ქირალური დაყოფები ამ სისტემაში ხდება ჰიდროფილური და არა შებრუნებულფაზიანი ქრომატოგრაფიის მექანიზმით.
მიმაგრებული ფაილები:
ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერული ნარევების დაყოფა შებრუნებულფაზიან სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული სტაციონარული ფაზების გამოყენებით [ka]