ka | en
Company Slogan TODO

მძიმე მეტალების განსაზღვრა ღვინოებში ატომურ აბსორბციული სპექტროფოტომეტრული მეთოდით

ავტორი: გიორგი ბუზალაძე
საკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, ღვინო, ატომურ აბსორბციული სპექტროფოტომეტრია, მძიმე მეტალების გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, მანგანუმი, თუთია, კობალტი
ანოტაცია:

ანოტაცია ალკოჰოლიან სასმელებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ადამიანის კვებით რაციონსა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაში.ალკოჰოლური სასმელების ხარისხი სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია მათ მიკროელემენტურ შედგენილობაზე. მიკროელემენტებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტოქსიკურ მეტალთა შემცველობას .ამიტომ ღვინის ხარისხისა და უვნებლობის დასადგენად აუცილებელია ღვინოში შემავალი მძიმე მეტალების რაოდენობრივი განსაზღვრა. ღვინოში შემავალი მძიმე მეტალების გასაანალიზებლად გამოვიყენეთ ატომურ აბსორბციული სპექტროფოტომეტრული მეთოდი. კვლევის საგანი იყო,სხვადასხვა ტიპისა და ჯიშის ღვინოებში განგვესაზღვრა შემდეგი მეტალები: ტყვია,კადმიუმი,სპილენძი,მანგანუმი,თუთია, კობალტი და ნიკელი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com