ka | en
Company Slogan TODO

განსაკუთრებით დიდი  ზომის ინფორმაციის დაცვა/დამუშავება მონაცემთა ბაზებში

ავტორი: ირაკლი ქობესაშვილი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი შეეხება დღესდღეობით ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა განსაკუთრებით დიდი მონაცემების შენახვა და დამუშავება.თუ როგორი რთულია და რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რელაციური მიდგომით ესეთი მოცულობის ინფორმაციის მართვა. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა მიდგომებს და გადაწყვეტილებებს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ინფორმაციის განსაკუთრებით ზრდა იწვევს ბევრ პრობლემას მისი შენახვისა და დამუშავების დროს, ამისათვის დადგა მოთხოვნილება შექმნილიყო მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ახალი მიდგომა, რომელიც შეძლებდა გამკლავებოდა არსებულ მოთხოვნებს. 1998 წელს კარლო სტროზიმ შემოიღო ტერმინი NOSQL, ის გვთავაზობდა რელაციურ მიდგომაზე უარის თქმას, ამ იდეას შეიძლება ვუწოდოთ არა რელაციური(NoRel). NOSQL ტექნოლოგიის "პიონერები" იყვნენ ისეთი გიგანტი ინტერნეტ კომპანიები როგორებიც არიან: Google, Facebook, Amazon და LinkedIn. მათ გამოიყენეს მონაცემთა შენახვა/დამუშავების NOSQL ტექნოლოგია, რათა გადაეჭრათ რელაციური მიდგომის შეზღუდვებისგან წარმოქმნილი პრობლემები. დღეს უკვე თანამედროვე სისტემები აქტიურად იყენებენ NOSQL მიდგომის მეგა-ტენდენციებს როგორიც არის: Big Users, Big Data, The Internet of Things და Cloud Computing.


მიმაგრებული ფაილები:

განსაკუთრებით დიდი  ზომის ინფორმაციის დაცვა/დამუშავება მონაცემთა ბაზებში [ka]
განსაკუთრებით დიდი  ზომის ინფორმაციის დაცვა/დამუშავება მონაცემთა ბაზებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com