ავტორიზაცია
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები : DBMS, CDBMS
ავტორი: გოგა გოგოლაურიანოტაცია:
ნაშრომში განხილულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთერთი ყველაზე გამოყენებადი სფერო - მონაცემთა ბაზები. გაანალიზებულია მონაცემთა მართვასთან (მენეჯმენტთან) დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც თავს იჩენენ დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება/მართვის დროს. შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია პრობლემის მოგვარებაზე ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით. ნაშრომში აღწერილია მონაცემთა ბაზის მართვის თანამედროვე სისტემები, ძირითადი ცნებები და კომპონენტები სტანდარტული გაგებით კლიენტ-სერვერული სტრუქტურის სახით. ამ ნაშრომში, ასევე განხილულია, თუ როგორია ბოლო ტენდენცია მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებში (DBMS) და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ამ მხრივ „ღრუბლოვანი“ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა (CDBMS). განხილულია Cloud მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის (CDBMS) არქიტექტურა და სტრუქტურა. ბოლო წლების განმავლობაში, მონაცემთა ბაზის აუთსორსინგი გახდა Cloud Computing-ის მნიშვნელოვანი კომპონენტი. Network Technology- ში სწრაფმა წინსვლებმა და მიღწევებმა განაპირობა ის რომ დიდი რაოდენობის მონაცემების გადაცემა შორ მანძილზე მნიშვნელოვნად გაიაფდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში(საუბარია ტერაბაიტი და უფრო დიდი რაოდენობის (პეტაბაიტი) მონაცემებზე). აქვე განხილულია „ღრუბლოვანი“ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები, Cloud-ზე დაფუძვნებული DBMS არის სწრაფი და გამძლე (Scalable). მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ იმხელა მოცულობის მონაცემებს და პროცესებს, რასაც ვერ გაუმკლავდებოდა ტიპიური DBMS. განხილულია „ღრუბლოვანი“ ბაზების ძირითადი პრობლემა, რომელიც დღესდღეისობითაც დგას, უსაფრთხოების პრობლემა და მისი გადაჭრის უახლესი მეთოდები. ასევე მოყვანილია შედარება ტრადიციულ DBMS-სა და CDBMS-ს შორის. განხილულია თითოეულის უპირატესობა და ნაკლოვანება. და ბოლოს, ნაჩვენებია Amazon-ზე „ღრუბლოვანი“ მონაცემთა ბაზის შექმნის პრაქტიკული მაგალითი (ილუსტრირებული სურათებით).
მიმაგრებული ფაილები:
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები : DBMS, CDBMSP.pdf [ka]მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები : DBMS, CDBMS [ka]