ka | en
Company Slogan TODO

მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ავტორი: თამთა გოგოჭური
საკვანძო სიტყვები: DBMS, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები
ანოტაცია:

მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები (DBMS) მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ბიზნეს პროცესების განვითარებაში. ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებლია მოხდეს საწარმოში მიმდინარე პროცესების სრული ავტომატიზაცია, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციის საქმიანობის ზუსტ აღრიცხვას როგორც ფინანსური, ასევე მმართველობითი კუთხით. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხების სრულ მხარდაჭერას. ნაშრომის მიზანია სრული წარმოდგენა შეგვიქმნას მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე და თანამედროვე DBMS-ების ძირითად უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. პირველ ნაწილში ძირითადი აქცენტი კეთდება Microsoft-ის პროდუქტების განვითარებაზე, ისეთი როგორიცაა SQL Server-ი, რომელიც წარმოადგენს რელაციური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემას სტრუქტურირებული მონაცემების მართვისთვის. ასევე განვიხილავთ MongoDB-ს, რომელიც არის მომავლის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა. იგი არის NoSQL მონაცემთა ბაზა, რომელიც, ტრადიციული RDBMS-ებისგან განსხვავებით, გამოიყენება არასტრუქტურირებული და ნახევრად-სტრუქტურირებული მონაცემების სამართავად. მეოთხე თავში განხილულია 2015 წლის Top 10 მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლის 1 მაისს, serverwatch.com-ის კვლევებზე დაყრდნობით. რომელთა შორის მოხვდა: Oracle, SQL Server, IBM DB2, SAP Sybase ASE, PostgreSQL, MariaDB Enterprise, MySQL, Teradata, Informix, Ingres. ბოლო ნაწილში ცხრილის სახით წარმოდგენილია თანამედროვე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ზოგადი შედარება, სადაც მოცემულია თითოეული მათგანის უპირატესობა დანარჩენებთან მიმართებაში.


მიმაგრებული ფაილები:

მონაცემთა ბაზის მართვის სისტემების განვითარების თანამედროვე ტენდენციები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com