ka | en
Company Slogan TODO

გულის რითმის ცვალებადობის გამოთვლა HRV ინსტრუმენტების გამოყენებით

ავტორი: თამთა კილაძე
საკვანძო სიტყვები: გულისცემის ცვალებადობა
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია სპორცმენთა უეცარი სიკვდილი, რაც დღესდღეობით მედიცინაში უდიდესი პრობლემაა. სპორცმენებს შორის უეცარი სიკვდილის შემთხვევათა 75-80% კარდიოლოგიური მიზეზებით არის გამოწვეული. მედიცინაში შეიქმნა სპეციალური განხრა, რომელსაც სპორტული კარდიოლოგია ჰქვია და იმ სპორტსმენების გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეისწავლის, რომლებიც დიდი დატვირთვით ვარჯიშობენ. სპოტრულ მედიცინაში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება და თანამედროვე მიღწევების იმპლემენტაცია. აღიწერება ორგანიზმის მდგომარეობა ძირითადი პარამეტრების საშუალებით და კეთდება გულის ცემის ცვალებადობის ანალიზი, რომელიც დამოკიდებულია დროისა და სიხშირის საზომ ერთეულებზე, რის შემდეგაც ხდება გულისცემის ცვალებადობის (HRV) ინსტრუმენტის დადოკუმენტირება. თანამედროვე ეტაპზე სპორტსმენთა კარდიოინტერვალოგრაფია, კაპილაროსკოპია, ექოსკოპია და სხვა უამრავი ინსრუმენტული თუ ლაბორატორიული მონაცემები, კლინიკურ პარამეტრებთან ერთად მოითხოვს დეტალურ ანალიზს და მათ შესაბამის პროფესიონალურ მართვას. ამდენად, სპორტსმენთა შორის, მათვის შესაბამისი კარდიოლოგიური პარამეტრების დადგენა, მათი კორელაცია, მონიტორინგი და რეკომენდაციების შერჩევა შემდგომში ამ მიმართულებით კვლევების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით მოცემულ ნაშრომში განხილულია არსებული პრობლემა. გადმოცემულია კვლევების ზოგადი სურათი და გადაჭრის გზა.


მიმაგრებული ფაილები:

გულის რითმის ცვალებადობის გამოთვლა HRV ინსტრუმენტების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com