ავტორიზაცია
სპელეოთერაპია მსოფლიოსა და საქართველოში
ავტორი: სალომე ტაბატაძესაკვანძო სიტყვები: სპელეოთერაპია, ასთმა, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტონია, ბრონქიტი.
ანოტაცია:
სპელეოთერაპია მსოფლიოსა და საქართველოში სალომე ტაბატაძე ელ-ფოსტა: Salome.Tabatadze880@ens.tsu.edu.ge 1 გეოგრაფიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 0179, ი.ჭავჭავაძის #3 (აბსტრაქტი) მღვიმეებთან ადამიანი უხსოვარი დროიდან არის დაკავშირებული, მათში პირველყოფილი ადამიანები აფარებდნენ თავს სიცივეს და მტაცებლებს. ზოგიერთ მღვიმეში ე.წ. კულტურული ნაფენების დიდი სისქე იმის დასტურია, რომ მასში მრავალი თაობა ცხოვრობდა. ადამიანებმა ანტიკურ საბერძნეთში შენიშნეს, რომ მღვიმეებში დაავადებული ადამიანები უკეთესად გძნობდნენ თავს. პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოკოვსკიმ შენიშნა, რომ მუშები, რომლებიც მშვიმეში მუშაობდნენ არ ავადდებოდნენ ფილტვის დაავადებებით. 1839 წელს მან დააარსა Salt Spa in Weiliczka, კრაკოვთან ახლოს. დღეს ეს ცენტრი მსოფლიოს უდიდეს სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრს წარმოადგენს. მღვიმის მარილით და სუფთა წყლით ახდენენ ცხვირის, ხორხის, ყელის, ასთმისა და ბრონქული დაავადებების მკურნალობას. ასევე ალერგიას კანის დაავადებებსა და მეტაბოლურ დარღვევებს. დღის განმავლობაში მიწისქვეშ მკურნალობა 6,5 საათი მიმდინარეობს. რასაც ემატება დამატებითი მომსახურება, მასაჟი, სტომატოლოგია და სხვა. ასეთი სახის მკურნალობა დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის ამერიკაში, გერმანიაში ავსტრიასა და რუსეთში. საქართველოში ამ ტიპის მკურნალობა სათავეს იღებს 1973 წლიდან. ჩვენი ქვეყნის ათასამდე მღვიმიდან 600 -ის გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, გულის იშემიური დაავადებების, ჰიპერტონული დაავადებების და სხვათა სამკურნალოდ. ამის შესახებ კვლევა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს იორამ თარხან-მოურავს ეკუთნის. თემატური საძიებო სიტყვები: სპელეოთერაპია, ასთმა, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტონია, ბრონქიტი.
მიმაგრებული ფაილები:
Speleotherapyin the world and in Georgia [en]სპელეოთერაპია მსოფლიოსა და საქართველოში [ka]